შემოგვიერთდით

ტურე: "მინდა, "სიტი" "იუნაიტედზე" დიდ კლუბად იქცეს"

კოტ დ'იუვარელმა ნახევარმცველმა იაია ტურემ, საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

აღნიშნულმა ფეხბურთელმა, ია ია ტურემ განაცხადა, რომ მას სურს "მანჩესტერ სიტი" "მანჩესტერ იუნაიტედზე" დიდი გუნდი გახადოს.

33 წლის ნახევარმცველი მთავარ მწვრთნელთან კარგ ურთიერთობაში არ იყო, თუმცა ახლა ის და გვარდიოლა შერიგდნენ და ესპანელმა მისი გუნდიდან გაშვებაც კი გადაიფიქრა.

"როცა "ბარსელონადან" აქ გადმოვედი, ახალი მიზნები მქონდა. ვოცნებობ, რომ ახალი ისტორია შევქმნა, ვოცნებობ, რომ "სიტი" უდიდეს კლუბად იქცეს, იმაზე დიდ კლუბად, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედია", ეს ჩემი ოცნებაა."

"პრემიერ ლიგის 2 ტიტული უკვე მოვიგე, თუმცა მსურს, რომ კიდევ მოვიგო.

რაც პრემიერ ლიგაში ვარ, ეს სეზონი ყველაზე რთულია. რა თქმა უნდა, ინგლისში ყოველთვის დაძაბული ბრძოლაა, თუმცა ეს სეზონი განსაკუთრებულია.

მე აქ იმისთვის ვარ, რომ "სიტის" ისტორიის დაწერაში დავეხმარო. მსურს, რომ ეს გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედზე" დიდი გავხადო", - განაცხადა ია ია ტურემ."

შეგახსენებთ რომ 33 წლის ნახევარმცველმა, ამ სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა შეძლო.скачать dle 10.5фильмы бесплатно



სტატიის ავტორი: JgamadzeT
კატეგორია: ახალი ამბები / ინგლისი